Sunday, July 12, 2009

არქეოლოგიური გათხრები



პროექტის სახელი: არქეოლოგიური გათხრები


პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან არქეოლოგიური გათხრების სპეციფიკასპროექტის სრული აღწერა: სკოლის ეზოში მოეწყობა ხელოვნური მიწაყრილი ნამარხ მატერიალურ მასალასთან ერთად, რათა მოსწავლეებმა განახორციელონ არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია. მოსწავლეები მუშაობას დაიწყებენ დაზვერვითი სამუშაოებით, განსაზღვრავენ ხელოვნური მიწაყრილის გრძედს და განედს, სიმაღლეს ზღვის დონიდან, ზედაპირის რელიეფს; იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებს წარმართავენ მკაცრად განსაზღვრული წესების დაცვით. ელოვნურ მიწაყრილს დაყოფენ თანაბარ კვადრატებად და იმუშავებენ არქეილოგიისათვის საჭირო ინსტრუმენტებით: პატარა ნიჩბებით და სხვადასხვა ზომის ფუნჯებით. რეალური არქეოლოგიური გათხრების დროს შესაძლებელია აღმოჩნდეს სხვადასხვა ეპოქის ნაკვალევი, რომლებიც ერთმანეთისაგან მიწის ფენებით არის გამოყოფილი, ამიტომ მოსწავლე-არქეოლოგები დიდი სიფრთხილით დაამუშავებენ თითოეულ ფენას, რათა რომელიმე მათგანი არ დაზიანდეს ან ერთმანეთში არ არიონ. მოსწავლეები „არქეოლოგიურ“ განათხარს შეისწავლიან მრავალმხრივად, ისინი გამოიყენებ, როგორც საკუთრივ ისტორიულ, ასევე ზუსტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მეთოდებს, რაშიც მათ დაეხმარებიან გეომეტრიის, ხაზვის, ხატვის, ქიმიის მასწავლებლები. მოსწავლეები შეეცდებიან დამტვრეული ჭურჭლის აღდგენას, ასაკის დადგენას და ა.შ. განათხარ მატერიალურ მასალაზე დაყრდნობით, ანალიზის საფუძველზე გააკეთებენ გარკვეულ დასკვნებს, ავლებენ პარალელებს სხვადასხვა მუზეუმებში დაცული არქეოლოგიურ ექსპონანტებთან მიმართებაში; სკოლაში მოაწყობენ განათხარი მასალის გამოფენას.


მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი (მე-10კლასი)ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე ( სექტემბერში ან III ტრიმესტრის ბოლოს)


პროექტის შესაძლო აქტივობები: ჯგუფური მუშაობა, გორის ს. მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებთან კონსულტაციები; მასალების მოძიება სამეცნიერო ლიტერატურის და ინტერნეტის საშუალებით; კვლევა; ხატვა (ნამტვრევებიდან ჭურჭლის აღდგენის სქემის შექმნა); განათხარი მასალის გამოფენა; პრეზენტაცია; ბლოგის შექმნა.


მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები პრაქტიკულად გაეცნობიან და შეისწავლიან არქეოლოგიური გათხრების სპეციფიკას; განახორციელებენ ნამარხი მასალის შესწავლისათვის საჭირო სხვადასხვა სახის კვლევას; დახვეწენ ჯგუფური მუშაობის, სამეცნიერო ლიტერატურიდან და ინტერნეტიდან მასალების მოძიების, ხატვის, კომუნიკაციის, სინთეზის, ანალიზის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს; ისწავლიან გამოფენების მოწყობის და ნივთების შეფასების სპეციფიკას;


სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები თანატოლებთან ერთად განახორციელებენ ჯგუფურ სამუშაოებს, როგორც საველე პიროებებში (სკოლის ეზოში), ასევე ლაბორატორიებში, გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ დასკვნებს, პროექტში მონაწილეობის მისაღებად დაუკავშირდებიან არაქართველ თანატოლებს, ერთად მოაწყობენ ნამარხი მასალის გამოფენას: მოსწავლეები გაიცნობიერებენ და თემის წევრებსაც გაუზიარებენ იმ აზრს, რომ უნდა იბრძოლონ შავი არქეოლოგიის წინააღმდეგ, რითაც ხელს შეუწყობენ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და სრულყოფას;


სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, ხაზვა, გეომეტრია, ქიმია, სამოქალაქო განათლება, ისტ-ი;
ისტორია: მოსწავლეები კარგად გაიცნობიერებენ, იმას, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროს ისტორიული კვლევისათვის წარმოადგენს არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა;
გეოგრაფია: პრაქტიკულად განახორციელებენ გრძედის და განედის, ზღვის დონიდან სიმაღლის განსაზღვრას; შეისწავლიან ზედაპირის რელიეფს და ქანებს;
ქართული: დახვეწენ პროექტზე მუშაობისა და პრეზენტაციის უნარს;
ხელოვნება: აღადგენენ ნამტვრევებიდან ჭურჭელს და გამოიტანენ გარკვეულ დასკვნებს;
ხაზვა: შექმნიან ნამტვრევებიდან ჭურჭლის აღდგენის სქემას, ნახაზს;
გეომეტრია: დაახასიათებენ ნამარხი მასალის ნამტვრევების შესაბამის გეომეტრიულ ფიგურებს;
ქიმია: ქიმიურ ლაბორატორიაში გამოიკვლევენ ნამარხ მასალას;
სამოქალაქო განათლება: გახდებიან სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები, გამოამჟღავნებენ ტოლერანტულ თვისებებს;
ისტ-ი: მოიძიებენ ინტერნეტმასალებს, შექმნიან საპრეზენტაციო პროგრამას, ბლოგს;
პროექტის ფასილიტატორი: ლელა კაკაშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: lela.kakashvili@Gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი:arqeologiurigatxrebi-lela.blogspot.com